(video) КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2017 00:56

(video) КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ

КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა “არჩევანში” “ციანიდის საქმეზე” საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, “ციანიდის საქმეში” გარკვეულმა ადამიანებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პროვოკაციაზე წამოაგეს. მისივე თქმით, თანამზრახველები არა მამა გიორგის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ჰყავს.
მეუფე აქვე აღნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილს პროკურატურაზე გავლენა აქვს, რადგან მამა გიორგის ბრალს უმძიმებენ. მისივე თქმით, ის არათუ გამორიცხავს, არათუ ეჭვის დონეზეა, არამედ ფაქტებითაც შეუძლია ვთქვას, რომ დიდი მფარველობა და დიდი სურვილია, რომ შორენა თეთრუაშვილი აქედანაც კი სუფთად დარჩეს.
მიტროპოლიტმა დღევანდელი სიტუაცია და ე.წ. ციანიდის საქმე საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებულ მდგომარეობას და „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიას შეადარა.
„საქართველოში რომ სიკვდილით დასჯა არ იყოს გაუქმებული, მაშინ დახვრეტასაც მიუსჯიდნენ. მაშინ გამოდის, რომ მე შემთხვევით არ მითქვამს, როდესაც “ჯინსების თაობა” და თვითმფრინავის საქმე ვახსენე, სადაც მღვდელი დასჭირდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ორგანიზატორი ამ საქმეში, ადამიანს, რომელსაც ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა გარდა მეგობრობისა. КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საქმეზე მისი დაკავება იგივე იქნება, რომ ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი დაადანაშაულონ.

https://youtu.be/AhYf__0q5s4

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2017 00:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics