„ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით“ – კახა კალაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნები დასრულდა – კახა კალაძემ არცევნების დასრულების შემდეგ „ართული ოცნების“ ოფისიდან ამომრცეველს მიმართა:

„მივესალმები თითოეულ თბილისელეს, ჩემს მხარდამჭერებს, მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ემოციური დღეა ჩემთვის, მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს და ოფიციალურად გამოცხადდება. ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, დიდი მხარდაჭერა იყო, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული, ვიზრუნებთ ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ცართულობას, მსურს დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ტანაგუნდელებს, ოპონენტებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში, მეტი გვაქვს გასაკეთებელი, მეტი შრომა მოგვიწევს, ბევრი პრობლემაა, შესაბამისად ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

banner
წინა სტატიაში“ეგზიტპოლის ეს შედეგიც კი ნიშნავს, რომ პარტია შედგა” – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიამეორე ტურის თეორიული ალბათობა არსებობს – უგულავას პირველი შეფასება