ვიცნობ კარგად ქალბატონ წულუკიანს, როცა ელჩი ვიყავი საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მქონდა მასთან. გულგასატეხი იყო ჩემთვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება დავუტოვე მას და ჩემი მოტივაცია ასეთი ჰგონია – იან კელი წულუკიანის ბრალდებაზე

იან კელი

ვიცნობ კარგად ქალბატონ წულუკიანს, როცა ელჩი ვიყავი საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მქონდა მასთან. გულგასატეხი იყო ჩემთვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება დავუტოვე მას და ჩემი მოტივაცია ასეთი ჰგონია – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანს ბრალდებას, რომ მას საქართველო არ უყვარს, “მთავარი არხის” ეთერში პასუხობს.

გადაცემა “დღის სტუმარში” კელიმ თქვა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, როგორც აშშ და მას შეუძლია, უარი უთხრას შესვლაზე ნებისმიერ პირს, რომელიც მათი აზრით, მოქმედებს აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

“ის ბრალდება, რომ საქართველო არ უყვარსო, ალბათ გინახავთ ჩემი კომენტარი რას ვწერდი აშშ-ის შესახებ წინა ადმინისტრაციის დროს. მაშინაც ძალიან კრიტიკული ვიყავი. ზოგიერთ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდა წინა ადმინისტრაცია. მის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი და ეს არ ნიშნავს, რომ მე მძულს ამერიკა. ზუსტად იმავე მაჩვენებლით, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მე მძულს საქართველო, იმის გამო, რომ კრიტიკული ვარ რაღაცის მიმართ”,- თქვა კელიმ დღის სტუმრის ეთერში.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანი უარს ამბობს, რომ მომდევნო კვირაში ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ
შემდეგი სტატია„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა