,,ვიცით, „ქართულმა ოცნებამ” სად მოახერხა არჩევნების გაყალბება და სად ვერ მოახერხა, ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც მოახერხა, იქ აღარ გავაყალბებინოთ”

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ამოცანაა, რომ „ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გააყალბებინოს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” შტაბში განუცხადა, სადაც ამ წუთებში გაერთიანებული ოპიზიციის ლიდერები რაიონებში შტაბების ხელმძღვანელებს ხვდებიან.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა იმართება იმ მიზნით, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გაიარონ.

„ახლა პირველი ტურის კარდიოგრამა გვიჭირავს. ვიცით, „ქართულმა ოცნებამ” სად მოახერხა გაყალბება და სად ვერ მოახერხა. ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც მოახერხა, იქ აღარ გავაყალბებინოთ და არც გავაყალბებინებთ. გარდა ამისა, ცხადია, სხვა უამრავი ორგანიზაციული საკითხია გასავლელი, რათა ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად არჩევნების დღეს საარჩევნო ურნებთან დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით. ეს არის ამოცანა და ამას ეძღვნება ყოველდღიური შეხვედრები, რომელიც ინტენსიურად იმართება სხვადასხვა რეგიონებში. დღეს, უბრალოდ შევიკრიბეთ გრიგოლ ვაშაძის ცენტრალურ შტაბში, რათა გავიაროთ ყველა დეტალი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვისაა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში,,შენ რომ შეუერთდი „ნაცმოძრაობას“, გგონია რამე „გონორზე“ დაგვიწყებ ლაპარაკს და რამეს გაპატიებთ თუ რა?”
შემდეგი სტატიაშსს – მოქალაქე, რომლიც საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით პოსტს ავრცელებს, შსს-ს თანამშრომელი აღარ არის