ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

პარლამენტის ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პოსტიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

მისი თქმით, ამ დროისათვის მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„ჩვენ არ გვქონია მსჯელობა ბატონ ლევან იზორიას ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, მნიშვნელოვან გადაადგილებებს ამ დროისთვის არ უნდა ველოდოთ. კონკრეტულად ბატონ ლევანთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა”,– განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის პარლამენტში რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება
შემდეგი სტატიამეუფე შიო : ნიკა რურუა სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა