“ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილსა და ადა მარშანიას განიხილავენ”

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

კანონმდებლობით, ”პატრიოტთა ალიანსს” უფლება აქვს, პარლამენტში ვიცე-სპიკერი ჰყავდეს. ამ თანამდებობაზე კი პარტიის წევრი ნანა დევდარიანი ირმა ინაშვილსა და ადა მარშანიას ასახელებს.

”მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატურად დაბალი ხმებით შევიდა ”პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში, მათ უნდა გამოიყენონ ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნით. ხმები კი ცოტა აქვთ, მაგრამ ნებისმიერი პოზიცია პარლამენტში მათ აძლევთ საშუალებას მეტჯერ გააკეთონ განცხადება, მიიღონ მონაწილეობა დებატებში, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მართვაში. ახალგაზრდა პოლიტიკური ძალისთვის ეს მხოლოდ სკამი კი არ არის, ეს არის პოლიტიკური სკოლა, ეს ცოდნა დასაგროვებელია. შემდეგ იქნება კიდევ სხვა არჩევნები, იბრძოლებენ პარტიები და ამ უპირატესობას აუცილებლად სჭირდება გამოყენება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ვიცე-სპიკერი, საუბარი მიდის, რომ შეიძლება იყოს ირმა ინაშვილი, ან გამორიცხული არ არის ეს იყოს ადა მარშანია, ძირძველი მიწის, აფხაზეთის წარმომადგენელი. ყველა შემთხვევაში ეს მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

banner
წინა სტატიაშილტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა არ მიიღონ
შემდეგი სტატია“სოხუმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”