ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა

kobaxidzeვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა. ამის შესახებ განცხადება გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება საპროგრამო დოკუმენტს ქმნიდეს.

„მე არ ვთვლი, რომ NDI-ის კვლევა არის ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ უნდა ავეწყოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი საპროგრამო დოკუმენტი. ეს ასე არ არის. NDI-მ ახლა რომ კვლევა ჩაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ შეიძლება ასევე იყოს უკმაყოფილო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ჰგონიათ, რომ არალეგალების, მიგრანტების, მექსიკელების უფლებები არის დარღვეული. შეიძლება უკმაყოფილო ხალხი იქ იპოვოს ამ ორგანიზაციამ, საიდანაც არის ეს ინსტიტუტი მოქმედი,“ – აცხადებს მანანა კობახიძე.

მისი აზრით NDI-ის ამ კვლევებზე არ არის დამოკიდებული არც მთავრობის მუშაობა, არც ხელისუფლების ამოცანები და არც საზოგადოება: “ძალიან კარგად იციან ამ კვლევების გარეშე, რა პრობლემები აქვთ ისივე, როგორც ხელისუფლებამ ნამდვილად კარგად იცის, რა აწუხებს დღეს ჩვენ მოსახლეობას. მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და მთავარი გამოწვევა ხელისუფლების, ეს არის უმუშევრობა, სიღარიბე და იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანაში დგას,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ემუქრება