ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

იან კელი

ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე განუცხადა, სადაც მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გაიხსნა.

„შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაგრძელებასთან ერთად, ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტს სურს გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ, რომელიც ცდილობს, ააშენოს მოქნილი სახელმწიფო, აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ცდილობს. ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი – შსს-ს განცხადება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მეტად მნიშვნელოვნი მოვლენაა