ვიცე მერის და მამუკა მდინარაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებზე

ტაქსის იმ მძღოლებს მოეხსნებათ ჯარიმები, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ -ამის შესახებ განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და მძღოლები შეცდომაში შეიყვანეს.

“ქალაქის მერიის ინიციატივით ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელსაც ტაქსების რეფორმა დავარქვით. ის მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე. ასევე, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მორგებული თავად ტაქსის მძღოლების ინტერესებზე. რეფორმა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილს ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ისინი გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარიანი ჯარიმებით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხის, ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი ინიცირება მოვახდინეთ, რომლის მიხედვითაც, ტაქსის იმ მღოლებს მოეხსნებათ ჯარიმები, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ”,-განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობისა და ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგად, საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლებისთვის 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა არ განიხილება! – ხმალაძე