ვიცე-კონსული ადასტურებს, რომ თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ტრაბზონში საქართველის ვიცე-კონსული მანანა ბერიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
როგორც ბერიაშვილი “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, სამი მოქალაქე საქართველოში უკვე დეპორტირებულია.
“ოფიციალური შეტყობინება დაკავებულთა და დეპორტირებულთა შესახებ არ შემოსულა, თუმცა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაცია, რომლებიც პროსტიტუციაში არიან ბრალდებული, უკვე განხორციელდა”, – აცხადებს მანანა ბერიაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს ექვის მოქალაქე დააკავეს. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა სასტუმროებში, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში რეიდის დროს აიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში დაკავებულია 16 ადამიანი, მთავარი ტერორისტი კი – პოლიციას ორჯერ დაუსხლტა…
შემდეგი სტატიასროლა შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ ორლეანში – დაშავებულია 16 ადამიანი