მე ვიცავ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც არ არის კონტროლირებადი ხელისუფლებისგან – დავით ბერძენიშვილი

დღეს მედიის დაცვა შეუძლია მხოლოდ ხალხს-ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა რუსთავი2 -ის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქარტველოში რამდენიმე მედიასაშუალების დაცვა გახდა საჭირო და ის ყველა ამ მედიასაშუალების მხარდამჭრია.

„მე ვიცავ ნებისმიერ მედიასაშაულებას, რომელიც არ არის კონტროლირებადი ხელისუფლებისგან, „იმედი“ და „მაესტრო“ ასევე იყო ჩვენი მხრიდან დაცული 2007 წელს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება „ჯი-დი-ესის“ თანამშრომლების მიერ, ივანიშვილის მიერ, არის არანაკლები პრობლემა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავა. ამიტომ მე დღეს აქედან საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლებასაც ვიცავ. საქართველოში არის ელექტრონული მედიასაშუალებები, ტელევიზიები, სადაც ზოგს დიდი გამოცდილება აქვს ხელისუფლებასთან გამკლავების, როგორც „რუსთავი 2“-ს, ასევე, რუსთავი 2“-ს აქვს გამოცდილება ხელისუფლებასთან ლამის შეზრდის სააკაშვილის დროს – ეს ყველაფერი იყო, მაგრამ მთავარია ის, რომ ყველა მედიასაშუალება არის დასაცავი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიაჩემთვის მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის დაცვა – ეკა გიგაური