ბესიკ კახაბრიშვილი: არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ და ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის

nacionaluri_3“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატი გარდაბანში, საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ის 28 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„28 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის, რათა თითოეული გარდაბნის მკვიდრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.“ – განაცხადა ბესიკ კახაბრიშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილის თქმით კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახაბრიშვილი კანდიდატურას ხსნის, „ქართული ოცნების“ იაფფასიანი ტყუილია.

„ოცნებას ამ იაფფასიანი ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ბესო კახაბრიშვილი მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არანაირი კანდიდატურის მოხსნაზე საუბარი არაა. „ოცნება“ არის გაკოტრებული, ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ცდილობენ ასეთი ინსინუაციებით გადაირჩინონ თავი. ბრზოლა გრძელდება და ის აუცილებლად ჩვენი კანდიდატის, ბესო კახაბრიშვილის გამარჯვებით დასრულდება.“

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასაიდუმლო შეხვედრას ზვიად კვაჭანტირაძესთან თეა წულუკიანიც ესწრება