„ვიბრძოლებ თქვენთვის! მოდით, ვიყოთ ერთად”- მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა

გუშინდელი მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ის ბოლომდე აპირებს უკრაინისთვის ბრძოლას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ეს ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია.

„ვიცი, რომ ჩემი თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ჩემი სიცოცხლეც. მაგრამ უკრაინელების არსებობაც საფრთხის ქვეშაა და მათი თავისუფლებაც. უკრაინელების თავისუფლება და არსებობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ერთი ცალკეული მოქალაქის, ჩემი ჩათვლით. ამიტომ როდესაც მეკითხებიან, რისკავ თუ არა? დიახ, ვრისკავ. ვიცი თუ არა, რომ საქმე მაქვს იმ პირებთან, ვინც ჩადიან განუკითხაობას, რომლებიც არიან ყველაფერზე წამსვლელები არიან, დიახ არსებობს რისკი. ვიცი, მაგრამ მეგობრებო, საქმე მხოლოდ ჩემში არ არის – ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ თქვენთვის! მოდით, ვიყოთ ერთად იმიტომ, რომ დღეს უკრაინის თავისუფლება და უკრაინელების დაცვა არის უმთავრესი და არა ის, ვიქნები თუ არა თავისუფალი, ვიქნები თუ არა ციხეში და გადამცემენ თუ არა რუსეთს ან რუს ოლიგარქებს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის მუნიციპალიტეტში ხანძარია
შემდეგი სტატიათბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება