ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ – კირბი კრამატორსკზე

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და “რუსეთის სასტიკი დარტყმები” დაგმო.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც მასობრივი სიკვდილი და ნგრევა გამოიწვიეს,” – ამბობს კირბი.

მისი თქმით, აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის – რეზნიკოვი
შემდეგი სტატიანაუსედა კიევში ჩავიდა