ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოში

ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოში, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
„ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცველები ვალდებულნი არიან გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები დაიცვან და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. ქართველებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუნდაც კონკრეტულ კონტექსტში ეს არაპოპულარულად ან სადავოდ მიიჩნეოდეს. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხია დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს, დაიცვან ჟურნალისტები და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოეტი ირაკლი კაკაბაძე დაშავდა
შემდეგი სტატიამოძალადეებმა ევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდეს