ვგმობ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას, გათავისუფლდეს დაკავებული – საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. ის წერს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რუსების მიერ დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე.

“ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს რუსეთის უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, – წერს ელჩი.

banner
წინა სტატიაშიბორელი – ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას
შემდეგი სტატიასუს-მა წარმოადგინა დამონტაჟებული ვიდეო შეთქმულების თეორიის გასამყარებლად – გაეროს მომხსენებელი “გადატრიალებაზე”