“ვგმობ! მოსკოვში, ოკუპანტებთან სიარული სრულიად მიუღებელია”

„მოსკოვში სიარულია არის სრულიად მიუღებელი და მითუმეტეს იქ შეხვედრა ოკუპანტებთან და აბსოლუტურად ვგმობ თავიდან ბოლომდე“, – ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებას.

მანვე თქვა, რომ ბურჯანაძეს საგარეო პოილიტიკური ხედვა დიდი ხანია დეკლარილებული აქვს და ეს მისი არჩევანია.

„ჩემი აზრით მოსკოვში სიარულია არის სრულიად მიუღებელი და მითუმეტეს იქ შეხვედრა ოკუპანტებთან და აბსოლუტურად ვგმობ თავიდან ბოლომდე, უბრალოდ თავისი საგარეო პოლიტიკა თავისი ხედვა დიდი ხანია დეკლარილებული აქვს ბურჯანაძეს და მიმაჩნია, რომ არის ღრმად მცდარი და არასწორი, მაგრამ ჩვენ არ გვაერთიანებს საგარეო პოლიტიკური ხედვა, გვაერთიანებს მხოლოდ ერთი რაღაცა ყველას გვინდა, რო იყო პროპორციული არჩევნები, რომელშიც მასაც ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და რომელსაც ხელისუფლება აირჩევს ის მოვიდეს ხელისუფლებაში ეს გვაერთიანებს და არა საგარეო პოლიტიკური ხედვები. ამიტომ მიმაჩნია, რომ მცდარია ნაბიჯია ოღონდ მისი ასარჩევი და გადასაწყვეტია“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე მოახდენს თუ არა უარყოფით განლენას ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება ოპოზიციის თანამშრომლობაზე კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ არ თანამშრომლობს არც ბურჯანაძესთან და არც სხვა პარტიებთან, უბრალოდ მათ ერთი პოლიტიკური ხედვა – პროპორციული არჩევნები აერთიანებთ.

„ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ერთმანეთში, კარგად უნდა გაიგოს ყველა არანაირი თემატური ხედვის ერთობლიობა არა გაქვს, ამის გამო არ ვართ ჩვენ ერთი მაგიდის ირგვლივ ვართ იმის გამო, რომ მიგვაჩნია, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული, თორე არაფერი საერთო არც ბურჯანაძესთან და არც იქ მყოფილი პოლიტიკური პარტიების 80% არა გაქვს, ეს დეკლარილებულია და არ მიმაჩნია, რომ ამაში დიდი რპობლემა არის, თუმცა ნაბიჯი რუსეთში წასვლის მიმაჩნია პრობლემატურად თავისთავად“,- ამბობს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ მაგდანას ლურჯასავით დაეცემა”-ჭიჭინაძე
შემდეგი სტატია“მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის ვერ იქნება დაპირისპირების ადგილი – დიმიტრი ხუნდაძე