“ვგმობ, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს” – ივანიშვილი კრემლის პათოსს ერთ-ერთში იმეორებს

ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციური არხის საქციელი ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია.
ამ განცხადებით ივანიშვილი ოკუპანტი ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კრემლი საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ “რუსთავის 2”-ის დასჯას მოითხოვს.

„რა თქმა უნდა ის, რაც მოხდა “რუსთავი 2”-ში, ეს არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის. ასეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიისგან, რა თქმა უნდა, ამას მთელი საზოგადოება განსჯის, განსჯის საგანია. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს. კარგია, რომ ჩვენ ვახერხებთ მიუხედავად დიდი მცდელობისა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. რა თქმა უნდა, ვგმობ, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. დასაგმობია ყველა ქართველისგან,“- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა – ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება