“ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ დაგვტუქსოს?!”

“მე არ ვარ სტუმრად მისული, დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა,” – ასე პასუხობს ეკა ბესელია ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, რომელმაც ე.წ. ამბოხებულებს დღეს ღია კარისკენ მიუთითა.

როგორც ბესელია ამბობს, მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა უმრავლესობის სხდომას.

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან მისი წასვლის საკითხს, ბესელია ამბობს, რომ ახლა წასვლის დრო არ არის და არც გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას იწონებს.

ამის მიუხედავად, ბესელია ფიქრობს, რომ ის და მისი მხარდამჭერები თავად არიან სხვების მასპინძლები. ის თანაგუნდელებს მიმართავს, რომ მათი განცხადებები დატუქსვას უფრო ჰგავს და ურჩევს, “მშობლის როლიდან გამოვიდნენ”.

“ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არა მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ამ მშობლის როლიდან გამოვიდეს. თქვენ მოისმინეთ კომენტარები, თავად გააკეთეთ შეფასება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მე მგონია, რომ ესეც მშობლის როლია. არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი, მეგობრებო, ერთმანეთს ველაპარაკოთ ზრდასრულის პოზიციიდან.

“მე არ ვარ სტუმრად არსად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. სტუმარს შეიძლება, უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდიო, მაგრამ სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის – მიბრძანდიო, მე მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ასე რომ, არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს,” – ამბობს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაში,,2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დანაშაულის რეგისტრაცია გაზრდილია”
შემდეგი სტატია,,პარლამენტის წვდომა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის უწყებებზე მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის”