ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია – კამერონი

“პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი სოციალურ ქსელში წერს.

კამერონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია მაშინ, როცა ქარტველი ხალხის სურვილი ნათელია:

საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია.
პრეზიდენტ @Zourabichvili_S ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას,” – წერს კამერონი.

banner
წინა სტატიაშიჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება – ეკონომიკის სამინისტრო
შემდეგი სტატიაროგორ შეიძლება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს? – ზარქუა