“ვეტოების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა შეჯერებული შენიშვნები გამოგზავნა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს” მიესალმება.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომაზე, სადაც აღნიშნულ კანონში პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებსა” და შესაბამის კანონპროექტს იხილავენ, ქანთარიამ აღნიშნა, რომ პირველად მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტს შეჯერებული შენიშვნები გაუგზავნა.

უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება, ქვეყნისთვის პერსპექტივა იქნება და წარსულს ჩაბარდება ის დრო, როდესაც “ჩასაფრებული” და “ჯიბრიანი” შენიშვნები იყო.

“ვეტოების არც თუ ისე ხანმოკლე ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა შეჯერებული შენიშვნები გამოგზავნა, რასაც მივესალმები. ამაში მართლაც არის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ამ პროექტის ავტორების, ასევე პრეზიდენტისა და მისი აპარატის წვლილი”,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები გაითვალისწინა. პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზები განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა კი პრეზიდენტის ვეტოს საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს დაეთანხმოს.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ პარლამენტარებს პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა