“ვეტო აგრესორის ხელში არის ის, რამაც გაერო ჩიხში შეიყვანა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დელეგატებს ორგანიზაციის რეფორმა შესთავაზა.
ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს, გააუქმონ წესი, რომლის თანახმად, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლიათ. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გაეროს მუშაობა ამჟამად პარალიზებულია, რადგან რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტოს გამოყენებით.
“ვეტო აგრესორის ხელში არის ის, რამაც გაერო ჩიხში მიიყვანა. ვეტოს გამოყენება არის ის, რაც რეფორმას საჭიროებს და ეს შეიძლება იყოს საკვანძო რეფორმა. ის, რომელიც აღადგენს გაეროს წესდების ძალას”, – განაცხადა ზელენსკიმ.