ვეტმფრენმა კიევთან პოროშენკოს მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა

ვეტმფრენმა კიევთან პოროშენკოს მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა

1იევთან მდებარე სოფელ კოზნში, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მეზობლებს, უცნობმა, ვეტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნა – ადგილობრივი მედია წერს.
სახლი ბიზნესმენ-მეუღლეებს ვლადიმირ კოსტერინს და ნატალია ჟილინას ეკუთვნით. თვითმხილველების თქმით, ვეტმფრენმა, რომელიც კომუფლიაჟის ფერებში იყო შეღებილი, ცეცხლოვანი ჭურვები ისროლა. მოწმეები არიან დაცვა, პატრონების არასრულწლოვანი შვილი და სახლის დიასახლისი.

ერთ-ერთმა ჭურვმა უკრაინის პრეზიდენტის სახლთან გაიარა.
სახლის მფლობელის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვეტმფრენი იყო მი-8. “სამი გასროლა მოხდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს ცეცხლმკიდი ჭურვები იყო. ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის,  ვიფიქროთ, რომ ზუსტად ამ სახლს უშენდნენ. სროლის შემდეგ ვეტმფრენი გაფრინდა” – განაცხადა ადვოკატმა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით : “ქონების განზრახ დაზიანება ცეცხლის წაკიდების გზით”.

banner
წინა სტატიაშიპარტია „რეფორმატორები“ პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშულებს
შემდეგი სტატიასამხრეთ-ოსეთ-საქართველოს პირობით საზღვარზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს