ვეტმფრენი, სროლა – “ფრონტექსმა” კონტრაბანდისტების დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა (video)

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტომ “ფრონტექსი” ზღვაზე ნარკოტიკების კონტრაბანდისტების დაკავების ვიდეო აჩვენა – ის სააგენტოს “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.
“რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო ავიაციის ვეტმფრენი, რომელსაც “ფრონტექსი” აფინანსებს ესპანეთში ჩვენი ოპერაციის ფარგლებში, სწრაფი კატერის გამოვლენაში დაგვეხმარა, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი” – სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ვიდეოში ჩანს, კატერმა ხელიდან დასასხლტომად რამდენიმე საშიში მოძრაობა შეასრულა და ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა, წყალში ჩაცვივდნენ. ისინი საფრთხეში იყვნენ, რადგანაც კატერის ძრავი მუდმივად მუშაობდა და ზღვაში ჩაცვენილების ირგვლივ წრეს არტყამდა.

სანამ სამივე ეჭვმიტანილს წყლიდან ამოიყვანდნენ, სამოქალაო ავიაციის ოფიცრებმა კატერის ძრავს ესროლეს – თქვეს “ფრონტექსში”.

 

https://youtu.be/uK9t-qXX7zc

banner
წინა სტატიაშიჩინურმა მარსმვლელმა წითელ პლანეტაზე საკუთარ თავს ფოტო გადაუღო
შემდეგი სტატიასაფრანგეთი “მოდერნას” წარმოებას დაიწყებს