ვეთანხმები პოდოლიაკს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური არჩევანი, არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც არის ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ – დეკანოიძე

ვეთანხმები პოდოლიაკს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გაცხადებული აქვს დემოკრატიული და მათ შორის, ევროატლანტიკური არჩევანი, არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც არის ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მძიმეა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა თავს დაესხას უკრაინის ხელისუფლებას.

„უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანია რუსეთის ამ მძიმე აგრესიის პირობებში დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ. ძალიან მძიმეა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, თავს დაესხას უკრაინის ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის არაფორმალური მმართველი ქვეყნის და ამაზე თანხმდება ყველა, რომელიც ესაუბრება ღიად, არ მალავს ევტუშენკოვთან კავშირებს, ამიტომ მე მესმის უკრაინის ხელისუფლების ეს დამოკიდებულება და ვეთანხმები პოდოლიაკს, რომ საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, ვისაც გაცხადებული აქვს დემოკრატიული და მათ შორის, ევროატლანტიკური არჩევანი, არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც არის ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ,”- განაცხადა დეკანოიძემ.

წინა სტატიაშიუკრაინა გაყინული კონფლიქტის წინააღმდეგია, მსგავს დიპლომატიურ ჭაობს ხელს არ მოვაწერ – ზელენსკი
შემდეგი სტატიამარიუპოლის დრამატულ თეატრში 600 ადამიანი დაიღუპა – მედია