29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ.

მათივე განცხადებით, დღეს სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც რეგიონებში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.

„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა,“ – განაცხადა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება
შემდეგი სტატიაპაკისტანში სატვირთო Boeing 737 რადარებიდან გაუჩინარდა — დაწყებულია სამძებრო ოპერაცია