ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან. საუბარი შეეხო ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

ინფორმაციას კობლაძის დანიშვნის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კობა კობალაძემ ამ თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილი შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიგაიცემა თუ არა 2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი? – შემოსავლების სამსახურის კომენტარი
შემდეგი სტატიაგანმუხურში მდებარე 33 951.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კომპანია „ბლექ სი რივიერამ“ შეიძინა