16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ვეშაპებისა და დათვების მაგალითი უკრაინის ომის გასამართლებლად – პუტინის ახალი განცხადება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის პედაგოგიურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე არქტიკაში არსებული ბუნებრივი მოვლენები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს დაუკავშირა.

შეხვედრაზე, სადაც ერთ-ერთმა პედაგოგმა ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობა ახსენა, პუტინმა იკითხა, შეხვდა თუ არა მას თეთრი დათვი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ვეშაპები თეთრ დათვებს თავს ესხმიან და ჭამენ.

„იქ მახლობლად ცელნამგალა ვეშაპები ცხოვრობენ. ისინი მაგ დათვებს ჭამენ, როგორც არაფერი. კი, უბრალოდ თავს ესხმიან ასეთი ხროვით – ბუმ! – და გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. კი-კი-კი, ასეთი კვებითი ჯაჭვია. ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს]“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიროდის აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლენტეხი–ლასდილის გზაზე – გზების დეპარტამენტის ინფორმაცია
შემდეგი სტატია“არ მოუკლავთ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა”- გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის ყოფილი მეუღლე