,,ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი”-ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გაემგზავრა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, ეს იყო BELL 505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც 2018 წელს არის წარმოებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ 2 მგზავრი. სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია “ავიატორ პლუსს” (აჭარა ჯგუფი),” – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს სასტუმრო “რუმსის” კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიგიხაროდენ, ხალხნო, მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა ხვდება სახელმწიფო სამსახურში
შემდეგი სტატიაპროკურორი – საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას