ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად არიზონას შტატში 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის არიზონას შტატში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია 4 ადამიანი.

ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, კერძო ვერტმფრენი ქალაქ ფინიქსის მახლობლად მთებში ჩამოვარდა.

თვითმხილველების განცხადებით, ვერტმფრენი კლდეზე სლექლაინისთვის გაბმულ თოკს შეეჯახა, რის შემდეგაც კონტროლი დაკარგა.

გამოცემის ინფორმაციით, მაშველები შემთხვევის ადგილამდე მიღწევას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
შემდეგი სტატიაპირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს