ვერტყვიჭალაში, საამქროს ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანია დაღუპული, ხოლო 6 დაშავებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვერტყვიჭალაში, საამქროს ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანია დაღუპული, ხოლო 6 დაშავებული.

ოფიციალური ინფორმაცია დეპარტამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში და ამ ეტაპზე, არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშილიის რწმუნებულუდ თამთა ფიფია დაინიშნა
შემდეგი სტატიაეს შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაშინებით და მოთხოვნით წამოწყებული, ის სჯის თავის მომხრეებს – წულუკიანი