ვერესჩუკის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ნამდვილი ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედება უნდა უზრუნველყოს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერესჩუკის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში ვიზიტი მარიუპოლის მოსახლეობის გადასარჩენად უნდა გამოიყენოს და უზრუნველყოს ნამდვილი ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედება.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება მოქმედებისთვის მზად არის, თუ რეალური ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმება მოხდება.

„თუ ეს არ მოხდება, მაშინ გაეროს აზრი არ აქვს“, – განაცხადა ვერესჩუკმა.

მარიუპოლის მერის მოადგილის სერგეი ორლოვის ინფორმაციით, რუსული სამხედროების თავდასხმა “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაზე გრძელდება.

„არავის აქვს აზოვსტალის დატოვების უფლება. ტყუილია, რომ მასზე თავდასხმები შეჩერდა“,- განაცხადა მერის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დიპლომატები ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში დაბრუნდნენ – CNN
შემდეგი სტატიარუსეთი კიევზე დარტყმებით დაიმუქრა, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს დაბომბავს