ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობისას ბეტონის ფილებს ანგრევენ, რომლებიც მათ კორპუსებს ამაგრებს, ასევე საფრთხეს ქმნის მიწიდან ამოსული წყალიც.

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, მშენებლობის ზონა დამეწყრილია 13 ივნისის სტიქიის შემდეგ და ტერიტორია პირდაპირ მდინარე ვერეს ხეობას უკავშირდება, რაც რისკებს ზრდის.

ქუჩის მცხოვრებლები არც სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ გეოლოგიურ ცნობას ენდობიან. ადგილობრივები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მშენებლობისას გაიჩეხა ხეები და პატარა სივრცე მათ კორპუსებთან გადაადგილებას აფერხებს.

მშენებლობის ნებართვა 2008 წელს გაიცა და სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის შესახებ გარემოვაჭრეები გააფრთხილეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაიას სკანდალური პოსტი