ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მამაკაცი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განაცხადა, დაღუპულს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.

„ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა დაახლოებით ერთი საათის წინ, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებული იქნა შესაბამისი სამსახურები შსს ყველა დანაყოფი. 1969 წელს დაბადებული მამაკაცს სახის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით, ახლა მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები. შემთხვევის შედეგად ყველა საეჭვო ნივთი შემოწმდება“, – განაცხადა გაგა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდი შევიდა