ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე ჩაბარდათ.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ლაშა სიხარულიძის ადვოკატი გიორგი ანთაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. მისივე განმარტებით, სიხარულიძეს მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვა-ტარებას ედავებიან, თუმცა დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატის თქმით, ლაშა სიხარულიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია არის სუსტი, რადგან ჩხრეკისას სამართალდამცველებს მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან იარაღი არ ამოუღიათ.

რაც შეეხება ზაზა სიხარულიძეს, ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დაკავებულს ბრალი დანაშაულის დაფარვის შეუტყობინებლობის მუხლით აქვს წაყენებული. სიხარულიძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დააკავა.

ვერცხლის ქუჩაზე სროლას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაში„ბოდიშზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ვეტყვით, რომ იმ ანტიკონსტიტუციურ კანონს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭირა – მდინარაძე
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო