ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.

გამოძიების ვერსიით, ვერცხლის ქუჩაზე 19 თებერვალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ლაშა სიხარულიძემ ბესიკ ბიძინაშვილს ესროლა, რა დროსაც ის მძიმედ დაიჭრა. ერთმა პირმა ალექსანდრე ბიძინაშვილმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზვიად ჯაფარიძეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული.

საქმეზე სასამართლო სხდომა 18 აპრილს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგედი ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია, როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება
შემდეგი სტატიავეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული რეზოლუცია