ამ დღეებში 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომდგენლებს , სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ამის შემდეგ ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა. ყველამ ყველაფერი იცის. და ეს იყო ჩემი მოვალეობა,-განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის დაჯილდოების ცერემონიალზე.