ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა – ელისო ბოლქვაძე

“ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა”, – ასე პასუხობს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც მის სტატუსზე კომენტარი დატოვა.

“აბა თავდასხმა? მონა ხართ ქალბატონო ელისო ესაა და ეს,” – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

“ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა. ასე, რომ ნუ იღლი თავს,“ – საპასუხოდ წერს ელისო ბოლქვაძე.

“რატომ ჩამოდის აქ თუ ეს ქვეყნები ჩვენი მტერია?” – ამ კითხვას სვამს თამარ ჯინჭარაძე, ვინც პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს “მონა” ეძახა. როგორც ჯინჭარაძე ამბობს, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატისგან უნდოდა გაეგო, რატომ მიდიოდა პარიზში, როცა ევროპულ ქვეყნებს მისი გუნდი ქვეყნის მტრებად აცხადებენ.

banner
წინა სტატიაშიშეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი – ზელენსკი
შემდეგი სტატიაეუთო/ოდირის დასკვნა „ნაცმოძრაობის“ ნარატივით არის ნაკარნახევი – იონათამაშვილი