რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა და მოჰპარა 7 მილიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო და ახლა თავისი საქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში აპირებს წასვლას.
კობახიძის თქმით, რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ.
„ეს მარტივი „პიარული ტრიუკია“. რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ. რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა და მოჰპარა 7 მილიონი. ეს არის მისი დანაშაულის შინაარსი, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია. განსაკუთრებით, გამომდინარე იქიდან,რომ ეს იყო მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს საბოლოო ჯამში, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა და რა თქმა უნდა, ვერავითარი „პიარული ტრიუკი“ ვერ დაეხმარება იმაში, რომ ეს ლაქა ჩამოიწმინდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.