“მე ვერავის ვერ ვუკარნახებ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ,” მარგველაშვილი რუსთავი-2 საქმეზე

giorgi_margvelashvili_14990_11607საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, იმედს გამთქვამს, რომ რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქმის გარშემო არსებულ კითხვის ნიშნებს სრულად უპასხუებს.

მარგველაშვილი აქვე ამბობს, რომ ის გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომ 3 მოსამართლე მისი რეკომენდაციით არის არჩეული და აქვე განმარტავს, რომ ამ მოსამართლეებთან ერთად ის პასუხისმგებლობას სხვა მოსამართლეებთან ერთადაც გრძნობს.

საქართველოს პრეზიდენტი აქვე განმარტავს, რომ ის რუსთავი2-ის საქმის დეტალებს არ იცნობს და დეტალურად ვერ ისაუბრებს.

“მე არც იურისტი ვარ და არც მედიაექსპერტი, არც სურვილი არ მაქვს რომ საქმის დეტალები ვიცოდე. მე ვიცი და ვთქვი ეს უკვე არაერთხელ, რომ რუსთავი2-ის მიმართ წარიმართა აგრესიული პოლიტიკური პროცესი,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტი გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს განმარტავს, რომ ქვეყანამ უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას.

“მე ვერავის ვერ ვუკარნახებ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ,” – აცხადებს მარგველაშვილი.

ასევე პრეზიდენტი გადაცემა არჩევანში ამბობს საკონსტიტუციო სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და მოსამართლეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

“მე ყველა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ ბატონ თავმჯდომარეს შევხვდი, შემდეგ  მასთან ერთად 5-6 მოსამართლეს. მე მათ მხარდაჭერა აღვუთქვი. იმ შეხვედრაზე არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. შეიძლება, არის რაღაც მომენტები და ისინი ამას არ აფიქსირებენ. მე როცა ბათუმში ვარ, სულ მივდივარ, რომ დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ.  საკონსტიტუციო სასამართლო უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ახლა ევროპაში მაშინ, როცა დემოკრატიის ხანგძლივი ტრადიცია არსებობს, იქაც კი საკონსტიტუციო სასამართლო დიდ როლს ასულებს. მე მათ მადლობა ვუთხარი მუშაობისთვის,” – აცხადებს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნიცას ტერაქტის ყველა მსხვერპლი ამოცნობილად გამოაცხადა