ვერავის მოატყუებს კობახიძე – კანონების მთელი რიგი შესაძლებელია სასწრაფოდ იქნას მიღებული, არ სჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები, ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ – დეკანოიძე

ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი , – ამის შესახებ ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იმუშავებს დღის წესრიგზე, თუ რა უნდა გაკეთდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდეს.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მთელი რიგი კანონები სასწრაფოდ იქნას მიღებული და ამას 6 – თვიანი კომისიების შექმნა არ სჭირდება.

“ვიმსჯელეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე, რა ფუნქცია გვაქვს ჩვენ, ოპოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვერავის მოატყუებს კობახიძე და “ქართული ოცნების” ვერც ერთი წარმომადგენელი, არსებობს საშინაო დავალების და რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ბრიუსელმა საქართველოს წარმოუდგინა. პირველი, ეს არის რაც არის მიშელის შეთანხმებაში, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, პროკურატურასთან დაკავშირებული კანონი, დეპოლარიზაციის მიმართულებით პოლიტპატიმრების თემა, საკონსტიტუციო ცვლილებები. ანუ მთელი რიგი კანონების, რომელიც სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომებზე შესაძლებელია მიღებულ იქნას, არ ჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები. ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ. ხვალ და ამ დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ კონკრეტულად, რა არის გასაკეთებელი, ამას არ ჭირდება 6 – თვიანი კომისიების შექმნა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშითანამედროვე ევროპის ისტორია დღეს უკრაინაში იწერება – შმიგალი
შემდეგი სტატიაუახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები – სამადაშვილი