“ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი” – მეუფე ზენონი

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. საპატრიარქოში გვიანობამდე მიდიოდნენ სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ სასულიერო პირები, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მეუფე ზენონმა. მისი თქმით, გამჭვირვალობისთვის კარგი იქნება თუ საპატარიქროს ქონებას აუდიტი შეისწავლის და ამ საკითხზე სინოდის სხდომაც გაიამართება.

“ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი, თუნდაც ისეთ კონტექსტში, რომელზეც არის საუბარი,“ – აცხადებს მეუფე ზენონი.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს
შემდეგი სტატიაშორენამ თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის – ნანა კაკაბაძე