“ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი და NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერს ეხმაურება.
“ვერავინ ვერ შეგვასწრებს ნატოში, ძალიან კარგად იცით. ამ განცხადებებით უკვე ვეღარავინ ვეღარ მოტყუვდება და თავსაც ვერ მოვიტყუებთ. ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოსგან გვქონდა ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ. მეტი რა საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოიდგას? არც მაშინ არ გადმოდგეს. ხომ მაშინაც არ იყო ეს კანონმდებლობა მიღებული, ახლა რომ ხელზე იხვევენ? მაშინაც არ დგამდნენ ამ ნაბიჯებს. ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ”,_ ამბობს შარმანაშვილი.
ინფორმაციისთვის, გუშინ NATO-მ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც იყო. ანგარიშის ეწერა, რომ “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს. აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა.”


















