ირანის საფეხბურთო ნაკრებმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარს იმის შესახებ, რომ ამ წლის მსოფლიო ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობა „მართებული“ არ იქნებოდა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული და საერთაშორისო მოვლენაა, მისი მმართველი ორგანო კი ფიფაა (FIFA) და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყანა. ირანის ეროვნული ნაკრები, თავისი სიმტკიცით და იმ გადამწყვეტი გამარჯვებების სერიით, რომელიც ირანის მამაცმა შვილებმა მოიპოვეს, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირის კვალიფიკაცია გაიარა.
რა თქმა უნდა, ირანის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატიდან ვერავინ მოკვეთს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება ტურნირიდან გამოირიცხოს, არის ის, რომელიც მხოლოდ „მასპინძლის“ ტიტულს ატარებს, თუმცა არ შესწევს უნარი, ამ გლობალურ ღონისძიებაში მონაწილე გუნდების უსაფრთხოება უზრუნველყოს“,_ აცხადებს ირანის საფეხბურთო გუნდი.
როგორც ჩანს, ეს მინიშნება ეხება აშშ-ს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს კანადასა და მექსიკასთან ერთად მასპინძლობს.















