ვერავინ ივარაუდებს, რომ პუტინი თავს სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება – შოლცი

“გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. შოლცი ამბობს, რომ გერმანია დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ.

“ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებშიც ძალადობით არ დაარღვევს საერთაშორისო სამართალს”. – თქვა შოლცმა.

გამოცემა Stern-თან ინტერვიუში შოლცმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას იმპერიალისტური უწოდა და თქვა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლის.

“მას სურს ტერიტორიის გაფართოება და ძალადობით საზღვრების გადაწევა. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას შეცვლილ სამყაროში”. – თქვა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშირუსები ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება – ზელენსკი
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიკოლაევთან და ხერსონთან ახლოს 4 დასახლება გაათავისუფლეს