ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მიზნის ერთ კვირაში მიღწევა დაგეგმა და სწორედ ამიტომ გახდა ის იძულებული, კიევისა და ხარკოვის აღებაზე უარი ეთქვა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ასეთ აგრესიულ ქმედებებს მიმართავს, ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

banner
წინა სტატიაშიმე პრეზიდენტის კომენტატორად ვერ გამოვდგები – პაპუაშვილი ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლაზე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი