ვერავინ დამარწმუნებს, რომ წულუკიანმა და გახარიამ ეს საქმე არ იცოდნენ… გახარიას სურდა კითხვები მაქსიმალურად აერიდებინა – ზაზ სარალიძე

ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ წულუკიანმა ეს საქმე არ იცოდა, გახარიამ ეს საქმე არ იცოდა და კვირიკაშვილზე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამ კაცმა ეს საქმე არ იცოდა – ეს განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ გააკეთა.

პარლამენტში ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ზაზა სარალიძემ საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია კომისიის წევრებს მიაწოდა.

სარალიძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ როდესაც შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილს ინფორმაციას აწვდიდა, მიხვდა, რომ ის საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებას არ ფლობდა.

“ძალიან დიდი შეცდომა იყო თუ ხელისუფლება გადადგა იმისთვის,რ ომ ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარა. ძალიან ცუდია,რ ომ მხოლოდ ჩემს შვილზე აკეთებენ აქცენტებს. მაჩალიკაშვილი ვინ მოკლა. რატომ არ უნდათ ამ კაცს პასუხი გასცეს, ძალიან საეჭვოა,”-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას სურდა, მის მიმართ დასმული კითხვები აერიდებინა. მისი თქმით, გახარია “თითის დაქნევას” შეეცადა.

“სურდა მაქსიმალურად აერიდებინა ის კითხვები რა კითხვებიც დავსვი. პირდაპირ ვუთხარი ზუსტად იმ პიროვნებამ გასცა ფარდულის დანგრევის გაცემა და ადამიანი მეკითხება ეგ ვინ არის. ქალაქის მკვლელობების განყოფილების უფროსის სახელი და გვარი არ იცის. კახა სირაძეზე მაქვს საუბარი. გაუკვირდა ეს კაცი ვინ არისო,”-განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი კონსულტაციებს აგრძელებს