ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დავინახე ვახო მეგრელიშვილის გამონათქვამში, იქიდან გამომდინარე, რომ არავისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია – ხვიჩია

იაგო ხვიჩია თანაპარტიელს იცავს და ამტკიცებს, რომ ოპოზიცონერი ქალი დეპუტატებისთვის ვახო მეგრელიშვილს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამასთან, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პარლამენტის წევრები “სათუთები” არ უნდა იყვნენ და ყველა შენიშვნაზე “გული არ უნდა მისდიოდეთ”.

“მემგონი, პარლამენტის წევრი იმიტომ არის პარლამენტის წევრი, რომ იმდენად სათუთი არ იყოს, რომ კოლეგისგან ნათქვამი კრიტიკულ შენიშვნაზე გული არ მისდიოდეს. მე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დავინახე ვახო მეგრელიშვილის გამონათქვამში, იქიდან გამომდინარე, რომ არავისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია, – ამბობს იაგო ხვიჩია.

banner
წინა სტატიაშივინც შენ აქამდე ფსიქო მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს – ოდიშარია სამადაშვილს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება