21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ვერა ჟუროვა: საგარეო პოლიტიკაში, სიმართლე გითხრათ, სწორედ შეერთებული შტატები მაშინებს

ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ ტელეკომპანია Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი მისთვის შემაშფოთებელია. ჟუროვას თქმით, ვაშინგტონიდან მომდინარე გაურკვევლობა მას უფრო მეტად აშინებს, ვიდრე სხვა გლობალური საფრთხეები.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა ღიად აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორებთან შედარებით, დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია მისთვის მთავარი კითხვის ნიშანია:

„საგარეო პოლიტიკაში, სიმართლე გითხრათ, სწორედ შეერთებული შტატები მაშინებს. რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მეტად, ახლა მას შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია აშინებს“, — განაცხადა ვერა ჟუროვამ.

banner
წინა სტატიაშიდიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა