„ვერ ვხვდები, რ2-დან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან“ – შორენა შავერდაშვილი

„რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ლიბერალის“ რედაქტორი, ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინდელი ამბებიდან, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ნიკა გვარამიას თავისი უკვე ყოფილი ჟურნალისტების და თანამშრომლების შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო – აა, დარჩენას გადაწყვეტთ, რა პრობლემაა, თქვენს პრემიებსაც გამოვფენთ! იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს მის ამ განცხადებაში, ვერ ვხვდები, რ2-დან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან“, – წერს შორენა შავერდაშვილი.

banner
წინა სტატიაშიHuman Rights Watch – საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა
შემდეგი სტატიათქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი -გრიგოლია ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე